ტირძნისის საჯარო სკოლაში „ბოლო ზარმა“ ემოციურად ჩაიარა
27-07-2018
გორის, ტირძნისის საჯარო სკოლაში „ბოლო ზარმა“ ემოციურად ჩაიარა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სწავლის ბოლო დღე როგორც მოსწავლეებისთვის, ისე პედაგოგებისთვის ემოციური აღმოჩნდა.

სკოლის დირექტორმა, დალი ნასყიდაშვილმა, (რომელიც მეთორმეტეკლასელებს ასევე ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა) დირექტორის მოადგილემ, ზეინაბ ჯალაბაძემ, კლასის დამრიგებელმა, დიანა გოგინაშვილმა და სხვა მასწავლებლებმა 28 მეთორმეტეკლასელს ბოლო, ერთობლივი „გაკვეთილი“ ჩაუტარეს. მათ აღსაზრდელებს სკოლის დამთავრება მიულოცეს და საუკეთესო მომავალი უსურვეს. მოსწავლეებმა კი პედაგოგებს გაწეული ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. 

„კლასიდან გამოსულ მოსწავლეებს პედაგოგებისა და მოსწავლეების ცოცხალი ჯაჭვი დახვდათ, სადაც კურსდამთავრებულებმა საპატიოდ გაიარეს. სკოლის ეზოში მეთორმეტეკლასელებს კიდევ ერთხელ მიულოცეს „ბოლო ზარი“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203