საქართველოს საპატრიარქოს წმ. იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მეორეკლასელებმა სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმი დაათვალიერეს
27-07-2018
საქართველოს საპატრიარქოს წმ. იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის ანა გოგებაშვილის ხელმძღვანელობით, ტანძიაში, სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურულ მუზეუმში იმყოფებოდნენ. სკოლის აღსაზრდელებმა სულხან-საბა ორბელიანისა და მის ნაწარმოებების თემებზე შექმნილი ქართველი მხატვრების ფერწერული, გრაფიკული ნამუშევრები, ფოტომასალები, დოკუმენტები, სულხან-საბას ნაწარმოებების სხვადასხვა პერიოდის გამოცემები დაათვალიერეს.
მეორეკლასელებმა ასევე მუზეუმის ეზოში შემოქმედებით ღონისძიება გამართეს. მოსწავლეებმა მწერლის იგავ-არაკები გააცოცხლეს და მისი პერსონაჟების როლები გაითამაშეს.