სამტრედიის N11 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტი - „სამტრედიის დენდროლოგიური პარკის ახალი სიცოცხლე“ განახორციელეს
27-07-2018
სამტრედიის N11 საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის, მაია ლორიას ხელმძრვანელობით, ეკო-კლუბი - „ხეთა მონაღვლენი“ ფუნქციონირებდა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ეკოკლუბის მუშაობის მიზანი იყო ეკოლოგიური მდგომების კვლევა, ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის გზების ძიება და მოსწავლეებში გარემოსდაცვითი კულტურის ჩამოყალიბება.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ეკოკლუბის ერთ-ერთი აღსანიშნავი პროექტია - „სამტრედიის დენდროლოგიური პარკის ახალი სიცოცხლე“, რომელიც ეკოკლუბის წევრებმა და მოხალისეებმა სკოლის დირექციასთან ერთად განახორციელეს.

პარკის გახსნის ცერემონიალში სამტრედიის N15 საჯარო სკოლის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ, რომლებმაც იშვიათი ჯიშის ხეებს ინგლისურ-ქართული წარწერებით საგანგებოდ დამზადებული ჟეტონები შეაბეს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203