ხალას საჯარო სკოლაში ჯემალ ქათამაძის პოეზიის საღამო გაიმართა
30-07-2018

სეიდ გვარიშვილის სახელობის ხალას საჯარო სკოლაში ჯემალ ქათამაძის 85 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. 

პოეზიის საღამოში მე-7 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ღონისძიება ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ქეთო ბაჟუნაიშვილმა მოამზადა. 

სკოლის აღსაზრდელებმა - მარიკა ლორთქიფანიძემ, ნინი აბაშიძემ, ანრი ჯიჯავაძემ, ქართლოს კონცელიძემ, ქეთი ფალავანდიშვილმა, ლექსო კაჭახმაძემ, ლინდა ბერიძემ, ანჟელა გურგენიძემ, მარიამ ომერაძემ, ლიზი კონცელიძემ და ანრი ქარცივაძემ პოეტის ცნობილი ლექსები -  „აჭარა“, „დედას“, „გავარდა თოფი“, „მხოლოდ საქართველოს“ წაიკითხეს. საღამოს მე-7 კლასის მოსწავლე ანჟელა გურგენიძე უძღვებოდა. 

მოსწავლეებმა ასევე ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს და იმღერეს. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203