მარაბდის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები პედაგოგების ხელმძღვანელობით, სასაწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ.
სკოლის აღსაზრდელებმა კახეთის ისტორიული ძეგლები - იყალთოს მონასტერი, ძველი შუამთა, ახალი შუამთა და ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი დაათვალიერეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები განსაკუთრებით მოიხიბლნენ ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმით და მისი უმშვენიერესი ეზოთი. მეექვსეკლასელები ექსკურსიიდან სასიამოვნო შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ.
იხილეთ ფოტოები