გაეცანით ერგეტის საჯარო სკოლის უფროსი მასწავლებლის სტატიას „სამი გენია და საქართველო“
ერგეტის საჯარო სკოლის რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა თეა გოგიამ რუს პოეტებს და მათ კავშირს საქართველოსთან ვრცელი სტატია მიუძღვნა.
თეა გოგია სკოლაში უფროსი მასწავლებელია.
„როდესაც საქმე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს შეეხება, უპირველესად გვახსენდება ის პოლიტიკური აგრესია, რაც საქართველომ გამოიარა გეორგიევსკის ტრაქტატიდან დღემდე. ქართულ-რუსული ლიტერატურული ურთიერთობები საუკუნეებს ითვლის. ის მოკლებულია პოლიტიკურ ნიადაგს და იმდენად მჭიდროა, რომ ძნელია დავივიწყოთ მათი არსებობა ამ თვალსაზრისით. მე-19 საუკუნემ რუსეთს და არა მხოლოდ რუსეთს აჩუქა ისეთი გენიალური პოეტები, რომელთა შემოქმედების სიდიადე გასცდა რუსეთის ფარგლებს. მინდა მოკლედ გიამბოთ მე-19 საუკუნის სამ გენიალურ რუს პოეტზე - ალექსანდრე გრიბოედოვზე, ალექსანდრე პუშკინზე და მიხეილ ლერმონტოვზე, რომელთა ცხოვრება და შემოქმედება მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოსთან...“
სტატია ვრცლად იხილეთ
აქ