მარნეულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლემ მარიამ კობახიძემ ნუცა მახვილაძის სახელობის კონკურსში გაიმარჯვა
31-07-2018

ნუცა მახვილაძის სახელობის კონკურსში მარნეულის N6 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე მარიამ კობახიძე მონაწილეობდა. 

მან კონკურსში გაიმარჯვა და თბილისის მწვანე სკოლის სამწლიანი, 100%-იანი სასწავლო გრანტი მოიპოვა. 

მარნეულის N6 საჯარო სკოლამ მოსწავლეს გამარჯვების აღსანიშნავად ემოციური პოსტი მიუძღვნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 

„არის მოვლენები რომლებიც უნდა გიხაროდეს, უნდა მიულოცო, გაიზიარო, გაიხარო, მაგრამ არის მოვლენები, რომლითაც უნდა იამაყო და იამაყოს არა მარტო ერთმა ან ორმა, არამედ ყველამ ვისაც ოდნავ მაინც შეხება აქვს მოვლენის მოქმედ გმირთან!

სწორედ ეს გრძნობა და სიხარულია ჩვენთვის მარიკო შენი წარმატება! შენი წარმატება ბევრი ადამიანის კეთილსინდისიერი შრომის სათანადოდ შეფასება და დაფასებაცაა!!! გვიხარია, რომ შენი ნიჭი, შესაძლებლობები და ნამდვილი განსაკუთრებულობა სხვებისთვისაც ასეთი თვალსაჩინო და ხელშესახებია! გილოცავთ! ცოტა კი გვწყდება გული, რომ წახვალ, მაგრამ ყოველთვის „ჩვენი გოგო“ იქნები მაინც და ყველა შენს მომავალ წარმატებაში აუცილებლად მივისაკუთრებთ რაღაცა წვლილს“. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203