იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „წიგნების თაროს“ შესარჩევი კონკურსი წარმატებით გაიარეს.
მოსწავლეები პროექტის მეხუთე სეზონში მიიღებენ მონაწილეობას.
ლილე ბეჟუაშვილი, ანი ჭეიშვილი და ანი ცირეკიძე XII3 კლასის მოსწავლეები არიან.
ქუთაისის N2 საჯარო სკოლა ულოცავს მოსწავლეებს და მათ დამრიგებელს ამ გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს.