„ოქროსფერი შემოდგომა“, ამ სახელწოდების პროექტი განხორციელდა გეზათის სკოლაში.
პროექტს ხელმძღვანელობდა სპორტისა და ესთეტიკური აღზრდის კათედრის წევრი, მუსიკის მასწავლებელი გულისა კიზირია.
პროექტში ატიურად იყვნენ ჩართულნი I-IX კლასის მოსწავლეები, კლასის დამრიგებლები და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი სოფიო ჯიბლაძე.
პროექტის ფარგლებში მოეწყო ნახატების გამოფენა-თემაზე ,,ოქროსფერი შემოდგომა“ და ჩატარდა ღონისძიება „ოქროსფერი შემოდგომა“.
ოთახი, სადაც ღონისძიება ჩატარდა ყვითელი ფოთლებით იყო მოფენილი, ხოლო საგანგებოდ მოწყობილ შემოდგომის კუთხეში გამოფენილი იყო შემოდგომის ნობათი. აქვე დუღდა თათარა და ივლებოდა ჩურჩხელები.
მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმოადგინეს ცნობილი ქართველი კომპოზიტორების სიმღერები, ქორეოგრაფიული ნომრები და ცნობილი ქართველი პოეტების ლექსები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მშობლები, თემის წარმომადგენლები, რომლებმაც ღონისძიება დადებითად შეაფასეს და მხარდაჭერა აღუთქვეს სკოლას მსგავსი პროექტების განხორციელებაში.