ბაღდათის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინგლისურ ენაში ცოდნა გაიღრმავეს
01-08-2018
ბაღდათის N2 საჯარო სკოლის მე-4ა კლასში ინგლისურ ენაში შიდა საგაკვეთილო დაკვირვება წარმატებით ჩატარდა.
სასწავლო პროცესს პედაგოგი ნინო კბილაშვილი ხელმძღვანელობდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მასწავლებელმა გაკვეთილის მსვლელობისას მრავალფეროვანი აქტივობები გამოიყენა. მოსწავლეებმა იმუშავეს, როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად და ინგლისურ ენაში ცოდნა გაიღრმავეს.
გაკვეთილი შიდა შეფასების ჯგუფმა დადებითად შეაფასა. იხილეთ ფოტოები