ლანჩხუთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში წარმატებას მიაღწიეს
01-08-2018
განათლების სამინისტრომ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის შედეგების საფუძველზე საქართველოს მასშტაბით 600 მოსწავლე დააჯილდოვა, რომელთა ნაწილმა ინგლისური ენის ბანაკში უკვე დაისვენა.
პირველ ნაკადში ლანჩხუთის N2 საჯარო სკოლის მეთერთმეტეკლასელები - სალომე ჩიკაშუა და მარიანა მურვანიძე იმყოფებოდნენ, ხოლო მესამე ნაკადში ამავე სკოლიდან მარიამ ხუხუნაიშვილი დაისვენებს.
ბანაკში სწავლების დასრულების შემდეგ 600 მოსწავლიდან 21 ბავშვი სექტემბერში დიდ ბრიტანეთში ორი კვირით გაემგზავრება. ამ მოსწავლეთა შორის ლანჩხუთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე სალომე ჩიკაშუა შეირჩა.
სკოლის დირექცია სალომეს ამ დიდ წარმატებას ულოცავს.