მარნეულის N6 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ლუკა კაპანაძე ძიუდოში ევროპის თასის ტურნირში მონაწილეობდა.
ტურნირი რუმინეთში გაიმართა, სადაც ლუკა კაპანაძემ 66 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა და პირველი ადგილი დაიკავა.
ლუკა მარნეულის სპორტული სკოლის აღსაზრდელია.
მარნეულის N6 საჯარო სკოლა ულოცავს ლუკას ამ გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს.
იხილეთ ფოტო