„როგორ ვმართოთ ახალგაზრდა მკვლევართა კლუბი“-ჩიბათის საჯარო სკოლის მოსწავლე სამდღიან ტრენინგს დაესწრო
01-08-2018
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების რეგიონული ფორუმი – KMO 2018 გაიმართა.
ასევე, ჩატარდა სამდღიანი ტრენინგ კურსი: „როგორ ვმართოთ ახალგაზრდა მკვლევართა კლუბი".
აღნიშნულს უძღვებოდნენ პოლონეთიდან სპეციალურად მოწვეული ტრენერები: ალისია ოლეშუკი, ბარბარა როსტეკი და ჰანა ზიელინსკა.
ამ ყველაფერს ჩიბათის საჯარო სკოლიდან VIII კლასის მოსწავლე ლუკა ფირცხალაიშვილი ესწრებოდა.
აღსანიშნავია, რომ ლუკა ერთადერთი მოსწავლე იყო ტრენინგზე, რომელმაც სამდღიანი ტრენინგი სრულად გაიარა.
ფორუმზე კი ჩიბათის საჯარო სკოლამ დამთვალიერებლებს კოლხური ბზა და იმ ნიადაგის შემადგენლობა წარუდგინა, რომელშიც ძალიან ადვილია მისი დაკალმება და დაფესვიანება.
პროექტი თანადაფინანსებულია პოლონურ-ამერიკული თავისუფლების ფონდის მიერ „RITA – რეგიონი გარდამავალ პერიოდში“ პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ფონდი „განათლება დემოკრატიისათვის“ ახორციელებს.