ფოთში მე-13 საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალში მონაწილეობა საგარეჯოს N2 საჯარო სკოლის მოსწავლემ, 11 წლის ზუკა გამრეკელაშვილმა მიიღო.
მან D კატეგორიაში, სადაც 11 წლის ზევით შეუზღუდავ ასაკამდე 66 მოთამაშე გახლდათ, დიდებში მესამე ადგილი, ხოლო 12 წლის ბიჭებში-პირველი ადგილი დაიკავა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი შედეგი აქამდე არ დაფიქსირებულა.
ფოთში მე-13 საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალში წელს 14 ქვეყნის 350 -მა მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 20-მდე საერთაშორისო ოსტატი, დიდოსტატი და ფიდეს რეიტინგის მქონე მოჭადრაკე ასპარეზობდა. ფესტივალის ფარგლებში გაიმართა 10 სხვადასხვა ტურნირი. თამაშები ორ ლოკაციაზე პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა. ტურნირის საპრიზო ფონდი 45 ათას ლარს შეადგენდა. ფესტივალის გამარჯვებულ უზბეკ მოჭადრაკეს, ფულადი ჯილდო 6 ათასი ლარის ოდენობით გადაეცა.
იხილეთ ფოტოები