თბილისის N210 სკოლის VIბკლასში ჩატარდა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი.
გაკვეთილი მასწავლებელმა ლია შიოშვილმა ჩაატარა.
მოსწავლეები ,,სიტყვის გროვებიდან“ ირჩევდნენ სიტყვებს, ჯგუფებში მსჯელობდნენ, ლექსიკონებში ეძებდნენ სიტყვათა განმარტებას და შემდეგ შედგენილი ტექსტების პრეზენტაციას ახდენდნენ.
ამ მეთოდის გამოყენებით, მოსწავლეებმა გაიაქტიურეს უკვე ნასწავლი ლექსიკური ერთეულების ცოდნა, განივითარეს ახალი ლექსიკური ერთეულების პრაქტიკულად გამოყენების ჩვევა, გააქტიურდა მათი შემოქმედებითი უნარი.