ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „ოქროს ჩარდახში“ ღონისძიება გამართეს
02-08-2018
იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მე-6ა კლასის მოსწავლეებმა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით იმერეთის მეფეთა რეზიდენციაში „ოქროს ჩარდახში“ ღონისძიება გამართეს. ღონისძიებას ისტორიის პედაგოგი ხათუნა აფრიდონიძე და კლასის დამიგებელი ელისო მოწონელიძე ხელმძღვანელობდნენ.
მოსწავლეებმა „ოქროს ჩარდახში“ ორი პრეზენტაცია გამართეს. პრეზენტაციის თემები იყო - საქართველოს შუა საუკუნეების ხანა „თამარ შვიდმნათობიერი“ და “დამოუკიდებლობის 100 წლისთავი“.