„სკოლა არის ადგილი, სადაც ქვეყნის მომავალი ყალიბდება“ - ორბეთის საჯარო სკოლის წარმატებული მენეჯერის შეფასება
Etaloni.ge სკოლის დირექტორებთან ბლიცინტერვიუს იწყებს.5 წინადადების შესავალი დირექტორებმა თავიანთი შეხედულებისამებრ უნდა დაასრულონ.
თუ როგორ აფასებს ორბეთის საჯარო სკოლის წარმატებული მენეჯერი რომან ქავთარაძე საგანმანათლებლო ღირებულებებსა და სკოლის განუყოფელ წევრებს ჩვენი ბლიცინტერვიუდან შეიტყობთ:სკოლა არის ადგილი, სადაც იჭედება და ყალიბდება ქვეყნის მომავალი.
საუკეთესო მოსწავლე არის არა მხოლოდ მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე, არამედ თავისუფლად მოაზროვე ახალგაზრდა, რომელიც მიღებულ ცოდნას ცხოვრებაში წარმატებით გამოიყენებს.
პედაგოგი ფასობს პროფესიონალიზმითა და ობიექტურობით. მასწავლებელს ერთი სიტყვა შეესაბამება - გმირი.
დირექტორი უნდა იყოს სამართლიანი და მზრუნველი, დიდ შრომას უნდა სწევდეს თითოეული მოსწავლის წარმატებისა და სკოლის განვითარებისთვის.
განათლება არის ღირებულება, რომლითაც ადამიანი ფასობს.