მაწიმის საჯარო სკოლამ კახეთის ტრადიციებს ღონისძიება მიუძღვნა
02-08-2018
მაწიმის საჯარო სკოლის ინგლისურის ენის მასწავლებლის, ნატო ჯავახიას მიერ ყვარელში „ილიას ტბაზე“ ღონისძიება „კახეთო, ჩემო კახეთო“ ჩატარდა, რომელიც კახეთის ტრადიციებს მიეძღვნა.
მონაწილეობას მაწიმის საჯარო სკოლის მე-7-მე-11 კლასის მოსწავლეები იღებდნენ. მათ ინგლისურ-ქართული ენაზე ფოლკლორულ - ქორეოგრაფიული შესრულების თანხლებით ინტეგრირებული ღონისძიება წარმოადგინეს. პარალელურად ფოტოსესია გაიმართა.
ღონისძიებამ, რომელიც ბევრ სიურპრიზს მოიცავდა, დამსწრე საზოგადოებაზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა. ყველასათვის მოულოდნელი იყო მასწავლებლის მიერ შესრულებული ქორეოგრაფიული ნომერი. ასევე, ბავშვების და პედაგოგის შესრულებით „ფლეშ მობი“ გაიმართა.