სამტრედიის N11 საჯარო სკოლაში ქართული ენის კლუბი - „ქართული სიტყვა“ წარმატებით ფუნქციონირებდა
03-08-2018
სამტრედიის N11 საჯარო სკოლაში 2017-2018 სასწავლო წელს ქართული ენის კლუბი - „ქართული სიტყვა“ წარმატებით ფუნქციონირებდა.
კლუბს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ქეთევან კოკაია ხელმძღვანელობდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, კლუბის სლოგანი იყო - „რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს“.
„კლუბის მუშაობის მიზანი იყო ქართული ენის, როგორც ერის საუნჯის სიღრმის ჩვენება და მისი სიწმინდის დაცვა. კლუბში გაწევრიანებული იყვნენ VII-VIII კლასის მოსწავლეები“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.