თერჯოლის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე სწავლას ინგლისურენოვან საზაფხულო სკოლაში აგრძელებს
03-08-2018
თერჯოლის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე მარი ნიკოლაძემ ეროვნულ ოლიმპიადებზე ინგლისურ ენაში მიღწეული წარმატებისა და წარმატებული მოსწავლის სტატუსის გამო ბაქსვუდის ინგლისურენოვან საზაფხულო სკოლაში სწავლა დაიმსახურა.

სასკოლო ბანაკი წყნეთში მიმდინარეობს. აქ ლიდერებთან ყოველდღიური თანამშრომლობით ინგლისურისა და სპორტის გაკვეთილები, დატვირთული, ინტელექტუალური და გასართობი თამაშები თუ სხვადასხვა ტიპის აქტივობა ტარდება, სადაც თერჯოლის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე წარმატებულად მონაწილეობს. 

სკოლის დირექცია საამაყო მოსწავლესა და მის დედას, ხელოვნების პედაგოგს, ხათუნა გურულს ამ დიდ წარმატებებს ულოცავს და  შემდგომ გამარჯვებებს უსურვებს.

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203