ეშტიის N1 სკოლის მოსწავლეები გარემოზე განსაკუთრებულად ზრუნავენ
21-12-2016

რა არის გარემოს დაბინძურება? ვინ აბინძურებს გარემოს? რა ზემოქმედება აქვს ადამიანს ბუნებაზე? რატომ უნდა დავიცვათ სისუფთავე? როგორ უნდა დავიცვათ ბუნება?  რა სახის და ოდენობის ჯარიმებია განსაზღვრული სახელმწიფოს მიერ?

ამერიკული ორგანიზაცია PH intrnational, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის დაფინანსებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, პროგრამა „მომავლის თაობის'' ფარგლებში,  ახორციელებს პროექტს „ჩვენ ვიცავთ კანონს“. 

პროექტის ავტორია ივანე ჯავახიშვილის სახელობის ბორჯომის კერძო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა. 

ეშტიის N1 სკოლა - დირექცია, მასწავლებლები, სამოქალაქო კლუბი ,,პირველი ნაბიჭები“  და მოსწავლეები შეუერთდნენ ქალაქ ბორჯომში ორგანიზებულ აქციას. 

ასევე აღსანიშნავია სკოლაში დაგეგემილი კიდევ ერთი პროექტი, რომლის ფარგლებში მოსწავლეები წლის განმავლობაში აგროვებენ მაკულატურას. შეგროვებულ მაკულატურას კი აბარებენ.  

მოსწავლეები ამგვარად ცდილობენ შინარჩუნონ ''ხის სიცოცხლე''. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203