საბეჭისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გეოგრაფიაში ცოდნა გაიღრმავეს
06-08-2018
წალკის, საბეჭისის საჯარო სკოლაში გეოგრაფიაში შიდა საგაკვეთილო დაკვირვება ჩატარდა. სასწავლო პროცესს პედაგოგი ნინელი ვიბლიანი ხელმძღვანელობდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილი იყო კარგად დაგეგმილი და პედაგოგმა საინტერესო და სახალისო აქტიობები გამოიყენა. მოსწავლეები სასწავლო პროცესში მონდომებით ჩაერთვნენ, იაქტიურეს და საგანში ცოდნა გაიღრმავეს.
გაკვეთილს შეფასების ჯგუფის წევრები, ასევე კათედრის წარმომადგენელი, დირექტორი და ფასილიტატორი ესწრებოდნენ.
შიდა შეფასების ჯგუფმა გაკვეთილი დადებითად შეაფასა. იხილეთ ფოტოები