თერჯოლის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე საბა ცერცვაძემ სკოლა კვლავ ასახელა
06-08-2018
თერჯოლის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე საბა ცერცვაძე თერჯოლელ საზოგადოებას კვლავ აოცებს! კერძოდ, თერჯოლა-ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატის სახელობის სტიპენდიანტმა საბა ცერცვაძემ შარშან სკოლის დამამთავრებელი ოთხი გამოცდიდან ოთხივე საგანში 10 ქულა მიიღო.
საჯარო სკოლადამთავრებულმა აბიტურიენტმა ეროვნულ გამოცდებზე კი უმაღლესი შედეგები აჩვენა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მან მათემატიკასა და ინგლისურ ენაში მაქსიმალური შეფასებები მოიპოვა:
ინგლისური - 90 ქულა; მათემატიკა - 59 ქულა; უნარები -77 ქულა; ქართული ენა და ლიტერატურა - 60 ქულა.
თერჯოლის N1 საჯარო სკოლა მას ამ ღირსეულ გამარჯვებებს სიამაყით ულოცავს და ცხოვრებაში შემდგომ წინსვლას უსურვებს.