ქუთაისის N2 საჯარო სკოლის წამყვანმა მასწავლებლებმა კოლეგებს ზოგადსაგანმანათლებლო საჭიროების კვლევის ანგარიში წარუდგინეს
06-08-2018

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში, წამყვანმა მასწავლებლებმა ნათია ბრეგაძემ და ეკატერინე ძიგრაშვილმა კოლეგებს ზოგადსაგანმანათლებლო საჭიროების კვლევის ანგარიში წარუდგინეს.

კვლევის პრეზენტაციას სხვადასხვა საგნის პედაგოგები ესწრებოდნენ.

„წამყვანი მასწავლებლების, ნათია ბრეგაძისა და ეკატერინე ძიგრაშვილის განხორციელებული ზოგადსაგანმანათლებლო საჭიროების კვლევა საინტერესოდ წარიმართა და მომდევნო სასწავლო წლის კვლევაც დაიგეგმა - „საშინაო დავალების შესახებ“, რომლის აქტუალობა უკვე გამოიკვეთა“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203