ბარდნალის საჯარო სკოლის პედაგოგებმა 2017-2018 სასწავლო წელს ნაყოფიერად იშრომეს
06-08-2018
ლადო ასათიანის სახელობის ბარდნალის საჯარო სკოლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართულმა პედაგოგებმა 2017-2018 სასწავლო წელს ნაყოფიერად იშრომეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლაში 6 სამოდელო ( 2 ქართულ ენასა და ლიტერატურაში - საგნის მასწავლებელი მთვარისა ახვლედიანი, 2 - მათემატიკაში, საგნის მასწავლებელი ნანი ქარსელაძე და 2 - ინგლისურ ენაში, საგნის მასწავლებელი ეკატერინე ლარცულიანი) და 18 შიდა დაკვირვების გაკვეთილი (მერაბ ქომეთიანი - მათემატიკა, ირმა ლიპარტელიანი - ისტორია, თეონა ფრუიძე - ინგლისური ენა, მანანა ომანაძე - ქართული და მათემატიკა პირველ კლასში, მარიკა ხაბულიანი - ქართული ენა და ლიტერატურა, ნატო ხეცურიანი - ბიოლოგია, ლამზირა ონიანი - ქიმია, ეკატერინე ლარცულიანი - ინგლისური ენა, ნანი ქარსელაძე - მათემატიკა, მთვარისა ახვლედიანი - ქართული ენა და ლიტერატურა) ჩატარდა.

სკოლის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ყველა გაკვეთილი თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით სათანადოდ მომზადებული და მოსწავლეებისთვის საინტერესო იყო, რის გამოც სკოლის შეფასების ჯგუფმა დადებითად შეაფასა.

„ამ გაკვეთილებმა ხელი შეუწყო პედაგოგთა ურთიერთთანამშრომლობას და მათ პროფესიულ ზრდას. მადლობა სკოლის ფასილიტატორ ეკატერინე ლარცულიანს გაწეული შრომისათვის. შემდგომი წარმატებები ყველა პედაგოგს თავიანთ საქმიანობაში“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203