კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეებმა მაქსიმ გორკის შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინეს
07-08-2018
თბილისის კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მე-7 და მე-8 კლასელებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია მაქსიმ გორკის დაბადების 150 წლისთავთან დაკავშირებით.
მოსწავლეებმა დამსწრე აუდიტორიას მწერლის მძიმე ბავშვობის და წინააღმდეგობებით სავსე ცხოვრების შესახებ მოუყვნენ.
პრეზენტაციას წინ უძღოდა მოსწავლეების მიერ მაქსიმ გორკის ნაწარმოებების გაცნობა და გარჩევა, კერძოდ კი, „Песня о Соколе“, „Легенда о Ларре“, „Легенда о Данко“, და „Сказки об Италии“.