ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლემ მარიამ ცინცაბაძემ გაცვლითი პროგრამა წარმატებით დაასრულა
08-08-2018
ბათუმის ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე მარიამ ცინცაბაძე 2017-2018 სასწავლო წელს ამერიკაში გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა. მარიამი ქართულ-ამერიკული გაცვლითი პროგრამა „ფლექსის“ მონაწილე იყო.
პროგრამის განმავლობაში მარიამი ოჰაიოს შტატის ქალაქ კოლუმბუსში თომას ვორტინგტონის უმაღლეს სკოლაში სწავლობდა.
სწავლის დასრულების შემდეგ მან უმაღლესი სკოლის ამერიკული საშუალო განათლების ატესტატი მოიპოვა.
ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა ულოცავს მარიამს და წარმატებებს უსურვებს.