ბაღდათის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ასწლიანი ომის მიზეზებსა და შედეგებზე იმსჯელეს
09-08-2018
ბაღდათის N2 საჯარო სკოლის მე-7 კლასში ისტორიაში შიდა საგაკვეთილო დაკვირვება წარმატებით ჩატარდა.

სასწავლო პროცესს პედაგოგი ინდირა მუკბანიანი ხელმძღვანელობდა. გაკვეთილის თემა იყო - „ასწლიანი ომი“.

სკოლის აღსაზრდელებმა ომის მიზეზებზე, მიმდინარეობასა და შედეგებზე იმსჯელეს და ძირითად საომარ სიტუაციებს  გაცნენ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პედაგოგმა გაკვეთილის მსვლელობისას საინტერესო აქტივობები გამოიყენა. მოსწავლეებმა იმუშავეს როგორც ინდივიდუალურად ისე ჯგუფურად.

გაკვეთილს შეფასების ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ, რომელთაც სასწავლო პროცესი დადებითად შეაფასეს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...