სამტრედიის N11 საჯარო სკოლის ფოლკლორულმა გუნდმა კონკურსში საპრიზო ადგილი დაიკავა
10-08-2018
სამტრედიის N11 საჯარო სკოლის ფოლკლორულმა გუნდმა საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მე-4 ეროვნულ კონკურსში მეორე ადგილი დაიკავა და ლაურეატის წოდება მიენიჭა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, გუნდი ქართული ხალხური სიმღერის კატეგორიაში ასპარეზობდა. კონკურსი ორ ტურად ჩატარდა. 

პირველი ტური ქუთაისში გაიმართა და სკოლის გუნდი უმაღლესი ქულით მეორე ტურში გადავიდა. შემდეგი ეტაპი თბილისში  ჩატარდა, სადაც 85 ქულით ფოლკლორული გუნდი მეორე ადგილზე გავიდა და ლაურიტის წოდება მიენიჭა. 

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203