სამტრედიის N11 საჯარო სკოლის დასახმარებლად მსახიობმა დავით კვირცხალიამ გადაცემაში თანხა მოიგო
13-08-2018
სამტრედიის N11 საჯარო სკოლის დასახმარებლად მსახიობმა დავით კვირცხალიამ გადაცემაში - „ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანი“ 2000 ლარი მოიგო. მსახიობმა მოგებული თანხით მშობლიურ სკოლას ფორტეპიანო და სპორტული ინვენტარი აჩუქა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის დირექტორმა ლენა ხაჟალიამ გულთბილი შეხვედრა მოუწყო სტუმარს. სკოლის აღსაზრდელებმა კი სტუმრისთვის ღონისძიება გამართეს.
„სკოლას ძვირფასი სტუმარი ეწვია და სკოლის მიმართ მადლიერება ყველაზე ღირსეული ჟესტითა და საჩუქრით გამოხატა. დავით კვირცხალია- „ძველი სამრეკლოს“ ეროვნული ღირებულებების სიმწვავითა და პათოსით დაამახსოვრდა ჩვენს მოსწავლეებს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.