ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კრიტიკული აზროვნება გამოავლინეს
13-08-2018
ნოდარ დუმბაძის სახელობის ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის IX კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში პრობლემაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილი ჩატარდა.

სასწავლო პროცესს პედაგოგი ნინო ბილიხოძე ხელმძღვანელობდა.

პედაგოგმა გაკვეთილზე საინტერესო აქტივობები გამოიყენა, მოსწავლეებმა იაქტიურეს და კრიტიკული აზროვნება გამოავლინეს.

გაკვეთილს პედაგოგები ესწრებოდნენ, რომელთაც სასწავლო პროცესი დადებითად შეაფასეს.

სკოლის წარმომადგენლის თმით, ასეთი ტიპის გაკვეთილების ჩატარება მნიშვნელოვანია, რადგან პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება მოსწავლეებში კრიტიკულ აზროვნებას ავითარებს და მოტივაციას ზრდის.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203