„განათლება ცვალებად გარემოში ადაპტაციის უნარის შეძენაა“ - იხილეთ ლიის თემის N1 საჯარო სკოლა დირექტორის საინტერესო შეფასებები
13-08-2018
Etaloni.ge სკოლის გამორჩეულ მენეჯერებთან ბლიცინტერვიუს იწყებს.

5 წინადადების შესავალი დირექტორებმა თავიანთი შეხედულებისამებრ უნდა დაასრულონ.

ჩვენი რესპონდენტი ლიის თემის N1 საჯარო სკოლა დირექტორი ელგუჯა როგავაა, რომელიც სასკოლო ცხოვრების განუყოფელ წევრებსა და საგანმანათლებლო ღირებულებებზე საუბრობს.

სკოლა არის ადგილი, სადაც მოსწავლე განათლებას იღებს.

საუკეთესო მოსწავლე არის ის, ვინც სკოლაში მიღებული განათლების საფუძველზე, დამოუკიდებლად იძენს ახალ ცოდნას და პრაქტიკაში იყენებს მას.

პედაგოგი ფასობს პროფესიონალიზმითა და მოსწავლეთა შედეგებით. 

დირექტორი უნდა იყოს სასკოლო ცხოვრების წარმართველი და განათლებისთვის ხელშემწყობი გარემოს შემქმნელი. 

განათლება არის ცვალებად გარემოში ადაპტაციის უნარის შეძენა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203