სამტრედიის N11 საჯარო სკოლაში 2017-2018 სასწავლო წელს ყველა მნიშვნელოვანი თარიღი აღნიშნეს
14-08-2018
სამტრედიის N11 საჯარო სკოლაში 2017-2018 სასწავლო წელს ყველა მნიშვნელოვანი თარიღი, მათ შორის დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე აღნიშნეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის აღსაზრდელებმა პლაკატები დაამზადეს წარწერებით - „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“, „ჩემი ხმა საზოგადოებაში“ და „ჩვენ თქვენს გვერდით ვართ“.
დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს მსოფლიო 21 მარტს აღნიშნავს. მსოფლიო ამ დღეს დაუნის სინდრომის მქონე პირთა წინაშე არსებული გამოწვევების გარშემო ერთიანდება.