ბაღდათის N2 საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურაში შიდა დაკვირვების გაკვეთილი წარმატებით ჩატარდა
14-08-2018
ბაღდათის N2 საჯარო სკოლის მე-5ბ კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში შიდა საგაკვეთილო დაკვირვება წარმატებით ჩატარდა. გაკვეთილის თემა იყო ნოდარ დუმბაძის - „ხაზარულა“. სასწავლო პროცესს პედაგოგი იზო ზარანდია ხელმძღვანელობდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პედაგოგმა გაკვეთილზე გონებრივი იერიშის მეთოდი და სხვა საინტერესო აქტოვობები გამოიყენა. მოსწავლეებმა იმუშავეს როგორც ინდივიდუალურად ისე ჯგუფურად.
გაკვეთილს შიდა შეფასების ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ, რომელთაც გაკვეთილი დადებითად შეაფასეს. იხილეთ ფოტოები