ბაღდათის N2 საჯარო სკოლაში 2017-2018 სასწავლო წელს მე-10 კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში სამოდელო გაკვეთილი ჩატარდა.
გაკვეთილის თემა იყო - „აღზრდის პრობლემატიკა სულხან-საბა ორბელიანის იგავებზე დაყრდნობით“.
სასწავლო პროცესს პედაგოგი ინგა კაკაურიძე ხელმძღვანელობდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა გაიგეს თუ რა როლი ეკისრება პიროვნების ჩამოყალიბებაში აღზრდას. ისაუბრეს სულხან-საბას იგავებზე და აღზრდის საკითხებთან დაკავშირებით დისკუსია მოაწყვეს.
იხილეთ ფოტოები