„სკოლა მზარდი ორგანიზმია, რომელსაც ინოვაციური მიდგომებით მუდმივი წინსვლა სჭირდება“ - დირექტორები თავიანთი სკოლების წარმატების ფორმულას ამხელენ
17-08-2018
განათლებული, ლოგიკურად მოაზროვნე და კონკურენტუნარიანი პიროვნების ჩამოყალიბებაში სკოლა გადამწყვეტ როლს ასრულებს. წარმატებისკენ სვლა ჯერ კიდე ადრეული ასაკიდან იწყება და მოსწავლე საკუთარი უნარების გამოვლენა-გაღრმავებას პედაგოგების დახმარებით იწყებს. სასკოლო ცხოვრების წესს კი დირექტორი ხელმძღვანელობს, რომელმაც ყველაზე უკეთ იცის არსებული მოთხოვნები და სიახლეებს მუდმივად უწყობს ფეხს.

Etaloni.ge აქტუალური თემით გიბრუნდებათ და წარმატებული დირექტორებისგან ნაცად და წლობით გამოცდილ სკოლის წარმატების ფორმულას გთავაზობთ:

საყუნეთის საჯარო სკოლის დირექტორი სიმონ გელაშვილი:


„ჩვენი სკოლის წარმატების ფორმულა ერთ გუნდად მუშაობა, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება, ახალგაზრდებისა და მათი მშობლების სასკოლო ცხოვრებაში აქტიური ჩართულობა და პროფესიონალ პედაგოგთა გუნდია. მუდმივად წინსვლისკენ ვართ ორიენტირებულნი და თავდაუზოგავად ვუწყობთ ფეხს სიახლეებს.“

გულგულის საჯარო სკოლის დირექტორი ლია მოსიაშვილი:

„პროფესიონალიზმი, ინფორმირებულობა, თავდაუზოგავი შრომა და მიზანდასახულობა, ეს ის შეუცვლელი პრინციპებია, რომელიც სკოლის განვითარებისთვისაა აუცილებელი. ასევე მნიშვნელოვანია გუნდური მუშაობა, ინოვაციური მიდგომების დანერგვა და მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება.“

ნიგოითის საჯარო სკოლის დირექტორი ემზარ ჩიჩუა:

„სკოლის წარმატებისთვის თავდაუზოგავი შრომა, პროფესიონალიზმი და სიახლეებისთვის ფეხის აწყობაა აუცილებელი. გუნდური მუშაობით, მოსწავლეთა და მათი მშობლების, პედაგოგების სასკოლო ცხოვრებაში აქტიური ჩართულობით, ერთი მიზნისკენ სწრაფვით ყველაფერი შესაძლებელია.“

მცხეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ნანა ბოხუა:

„სკოლა მზარდი ორგანიზმია, რომელსაც ინოვაციური მიდგომებით მუდმივი წინსვლა სჭირდება. წარმატება ერთ გუნდად შეკრულ, პროფესიონალ კოლექტივზე, მოსწავლეთა და მშობელთა აქტივობაზე გადის. თავდაუზოგავი შრომა და მიზნისკენ სწრაფვა ყოველთვის გამოიღებს შედეგს, სწორედ ამიტომ ვართ წარმატებულნი.“

საგურამოს საჯარო სკოლის დირექტორი მანანა შამხალაშვილი:

„წარმატების მთავარი საწინდარი პროფესიონალიზმი და გუნდურობაა. დიდი მნიშვნელობა აქვს სასკოლო წევრების ერთი მიზნით გაერთიანებასა და წინსვლისკენ სწრაფვას. აქტიურად ვმონაწილეობთ კლასგარეშე აქტივობებშიც, იქნება ეს სპორტული თუ ინტელექტუალური შეჯიბრებები. მაქსიმალურად ვცდილობთ ახალ გამოწვევებს ავუწყოთ ფეხი.“

ძველი ქანდის საჯარო სკოლის დირექტორი ნანა ნაკანი:

„ჩვენი წარმატების მთავარი პრინციპი გუნდურობაა. პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები საერთო მიზნისთვის ვიბრძვით და წინსვლისთვის ძალიან ბევრს ვშრომობთ. პროფესიონალური მიდგომებით, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლებითა და თემთან კარგი ურთიერთობით მრავალ საინტერესო აქტივობას ვგეგმავთ და ახალგაზრდების უნარებს სხვადასხვამხრივ ვავითარებთ.“ 

მუხრანის N1 საჯარო სკოლის დირექტორი სოფიო კუბლაშვილი:


„სკოლაში არაერთი უფროსი მასწავლებელი მყავს, რომლებიც ინოვაციურ მიდგომებსა და მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლებას ამკვიდრებენ. წარმატებისთვის ასევე ვცდილობთ თემში არსებული რესურსების სასკოლო ცხოვრებაში გამოყენებას, მოსწავლეთა პროფესიული განვითარების კუთხით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინკლუზიური განათლების ხელშეწყობაა.“

პატარა ქანდის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ჭოხური:

„ჩვენთვის პრიორიტეტი სკოლაში მოსწავლისთვის კომფორტული გარემოს შექმნაა, მას უნდა უხაროდეს აქ მოსვლა და სწავლა. წინსვლა მნიშვნელოვნადაა განპირობებული პროფესიონალ პედაგოგთა გუნდით, რომლებიც ინოვაციური მიდგომების დანერგვით, ბავშვებში საგნისადმი ინტერესს და საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა აქტიურ ჩართვას ახერხებენ.“

ახალდაბის საჯარო სკოლის დირექტორი ამბროს ჩაბოშვილი:

„ჩვენი სკოლის წარმატების ფორმულა მუდმივ თვითგანვითარებაზე, წინსვლასა და ინოვაციებზეა ორიენტირებული. პროფესიონალი პედაგოგები და მათ შორის მეც, მუდმივად ვეცნობით საგანმანათლებლო სიახლეებს და ვესწრებით ტრენინგებს. ყველას კარგად გვაქვს საკუთარი უფლება-მოვალეობა გაცნობიერებული და მოსწავლეებიც მაქსიმალური აქტივობით ერთვებიან სკოლის განვითარების პროცესში.“

სიონის საჯარო სკოლის დირექტორი მზია ბიჩინაშვილი:

„ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის“ - მოძველებული, მაგრამ მნიშვნელოვანი სლოგანია. სკოლაში ერთ გუნდად ვართ შეკრულნი, მყავს ძალიან წარმატებული მასწავლებელთა კოლექტივი, მათი უმრავლესობა სერთიფიცირებულია, უფროსი მასწავლებლის სტატუსს ატარებს. მომავალ წელს რამდენიმე წამყვანი პედაგოგიც მეყოლება. ამავდროულად, ძალიან აქტიური და მოწადინებული მოსწავლეები გვყავს და ერთობლივი მუშაობით სასურველ შედეგებზეც გავდივართ.“ 

თიანეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ლელა ზატუაშვილი:

„სკოლაში ინფრასტრუქტურული პირობები გავაუმჯობესეთ და დღეს კომპიუტერებთან და ლაბორატორიაშიც შეუძლიათ პრაქტიკული დავალებების შესრულება ბავშვებს. პროფესიონალ პედაგოგთა კოლექტივი გაკვეთილების შემდეგ სრულიად უსასყიდლოდ ატარებს დამატებით გაკვეთილებს დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეთათვის. ვგეგმავთ და ვანხორციელებთ არაერთ შემეცნებით თუ სპორტულ აქტივობას, რომელიც ჩვენი ახალგაზრდების განვითარებასა და წინსვლას ემსახურება.“

საძელის საჯარო სკოლის დირექტორი ხორენ ოგანესიანი:


„თავდაპირველად, მოსწავლეს სკოლა უნდა შევაყვაროთ, კომფორტული გარემოს შექმნითა და საინტერესო შემეცნებითი აქტივობებით სწავლის სურვილი უნდა გავუჩინოთ. წარმატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროფესიონალიზმი და გუნდურობაა, აუცილებელია სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა აქტიური ჩართულობა და ერთი მიზნისკენ სწრაფვა.“ 

ახალციხის N3 საჯარო სკოლის დირექტორი სუსანა აკოფოვა:

„ჩვენს სკოლაში მთავარი პრიორიტეტი პროფესიონალი და სერთიფიცირებული პედაგოგებია, რომლებმაც მუდმივად თვითგანვითარების გზით, ახალი ხედვები უნდა შეამეცნონ მოსწავლეებს და თანამედროვეობაში მათ კონკურენტუნარიანობას შეუწყონ ხელი. ორიენტირებულნი ვართ რომ ჩვენი ბავშვები განათლებულ პიროვნებებად და ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბდნენ.“

ღრელის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა ივანიძე: 

„მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება ჩვენი წარმატების უპირველესი ფორმულა და მუშაობის ამომავალი წერტილია. ვსულდგმულობთ სიახლეებისთვის ფეხის აწყობითა და შემეცნებით თუ სპორტულ აქტივობებში მონაწილეობით. ჩვენთვის ხარისხიანი სწავლება და ცოდნის პრაქტიკული გამოყენება პრიორიტეტია.“

ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი დავითაშვილი:

„სკოლის წარმატებისთვის, უპირველესად, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების დანერგვაა მნიშვნელოვანი. ერთ გუნდად შეკრული და პროფესიონალი პედაგოგიური კოლექტივი, სასწავლო პროცესში სიახლეების შეტანითა და საინტერესო აქტივობების დაგეგმვით, მოსწავლეებს წარმატებისკენ უკვალავს გზას. მოტივაციისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობა.“

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203