სამტრედიის N11 საჯარო სკოლის მოსწავლეები ქსელურ პროექტში - „ფსოუზე არეკლილი ვარსკვლავებად“ მონაწილეობდნენ
16-08-2018
სამტრედიის N11 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი - „გულწითელა თეთრი მტრედები“ ქართული ენის პედაგოგის მაია ლორიას ხელმძღვანელობით ქსელურ პროექტში - „ფსოუზე არეკლილი ვარსკვლავებად“ მონაწილეობდნენ.
ქსელური პროექტი -„ფსოუზე არეკლილი ვარსკვლავებად“ საქართველოს სახელმწიფო ენის მასწავლებელთა ასოციაციამ საჯარო და კერძო სკოლების საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთათვის განახორციელა.
პროექტის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი მოსწავლეებში ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება იყო. იხილეთ ვიდეოები