მოსწავლეებისა და მათი მშობლების მიერ მოწყობილმა საღამომ მაყურებლის აღფრთოვანება დაიმსახურა
2016 წლის დეკემბრის თვეში, რევაზ ინანიშვილი დაბადებიდან 90 წელი შესრულდა.
როგორც რიონის სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ეს საიუბილეო თარიღი გულის სითბონარევი, წრფელი და სიყვარულიანი საღამოთი აღინიშნა რიონის სკოლაში.
საღამოში მონაწილეობას იღებდნენ მე-6 კლასის მოსწავლეები და მათი მშობლები: ნინო ჭიკაძე, მარინე მამრიკიშვილი, ინეზა მხეცაძე და ესმა თევდორაძე.
დედა-შვილების ერთსულოვანი სითბო გადაედო მაყურებელს, რომელიც სულგანაბული უსმენდა რევაზ ინანიშვილის ნაწარმოებებიდან ამონარიდებს.
საღამოს დასასრულს სიტყვა წარმოთქვა სკოლის დირექტორმა, მაგდა ბაქრაძემ და კლასის დამრიგებელმა, მარინე ჩაჩხიანმა, რომლებმაც აღნიშნეს, რომ მშობელთა ჩართულობა განსაკუთრებულ ელფერს სძენდა ღონისძიებას.
საღამოს ორგანიზატორები იყვნენ მე-6 კლასის ქართულის მასწავლებელი ხათუნა ლანჩავა და სოფლის ბიბლიოთეკარი ლალი გაფრინდაშვილი.