ქობულეთის N6 საჯარო სკოლა მათ სკოლაში აღზრდილ გმირს, ბადრი ბერანძეს იხსენებს, რომელიც 2008 წლის გავსიტოს ომში გმირულად დაიღუპა. ის ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.
„მშობლიური სკოლის ტკივილი ხარ... გალელმა ბიჭმა დროებით საცხოვრებელი ბინა ოჯახთან ერთად ქობულეთში, მამულაშვილების ოჯახში დაიდე და ქობულეთის N6 საჯარო სკოლა დაამთავრე. ისეთი სითბო და სიყვარული დათესე მშობლიურ სკოლაში, თანაკლასელებში, რომ ამაყად მოიხსენიებენ შენს სახელს. ღირსეული თაობები იზრდება და გაიზრდება შენს მშობლიურ სკოლაში ამაყად, რომ საქართველოს გმირის სახელობის სკოლაში ეზიარენ ცოდნის კერას.“-ნათქვამია სკოლის დირექციის განცხადებაში.