ოზურგეთის N2 საჯარო სკოლაში ღონისძიება - „მზე მაღლა იქნება“ გაიმართა
17-08-2018
ნოდარ დუმბაძის სახელობის ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის VIგ კლასის მოსწავლეებმა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე ღონისძიებით - „მზე მაღლა იქნება“ აღნიშნეს. ღონისძიებას პედაგოგი მარინა ტაბიძე ხელმძღვანელობდა.
მეექვსეკლასელებმა ქართველი ერის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის შესახებ ისაუბრეს და თეატრალური წარმოდგენა დადგეს.
წელს საქართველო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილეს აღნიშნავს.