ბაღდათის N2 საჯარო სკოლის მე-4ბ კლასში 2017-2018 სასწავლო წელს მათემატიკაში შიდა საგაკვეთილო დაკვირვება წარმატებით ჩატარდა.
გაკვეთილს პედაგოგი თამარ ჭიპაშვილი ხელმძღვანელობდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილი დატვირთული იყო მრავალფეროვანი აქტივობებით, მოსწავლეებმა იაქტიურეს და იმუშავეს როგორც ინდივიდუალურად ისე ჯგუფურად.
სასწავლო პროცესს შიდა შეფასების ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ, რომელთაც გაკვეთილი დადებითად შეაფასეს.
იხილეთ ფოტოები