ბაღდათის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სამოდელო გაკვეთილზე საქართველოს პოლიტიკური ორიენტაციის საკითხზე ისაუბრეს
20-08-2018

ბაღდათის N2 საჯარო სკოლის მე-9 კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში სამოდელო  გაკვეთილი წარმატებით ჩატარდა. 

გაკვეთილის თამა იყო - საქართველოს პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი ნიკოლოზ ბარათაშვილის „ბედი ქართლისას“ მიხედვით.

სასწავლო პროცესს პედაგოგი ლალი აბჟანდაძე ხელმძღვანელობდა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა პოემა გაანალიზეს, მასში დასმული პრობლემები გამოკვეთეს, პრობლემების შესახებ იმსჯელეს და საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს. პედაგოგმა გაკვეთილზე მრავალფეროვანი აქტივობები გამოიყენა. მოსწავლეებმა იმუშავეს როგორც ინდივიდუალურად ისე ჯგუფურად. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203