წრომისა და ხცისის სკოლის მოსწავლეები ტრადიციულ მეგობრობასა და თანამშრომლობას აგრძელებენ
23-12-2016
წრომის სკოლის მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეები და მათი ხელმძღვანელი მარინა მექოშვილი მოუთმენლად ელოდნენ მოწვეულ სტუმრებს მეზობელი, ხცისის სკოლის თანატოლ მისწავლეების და კლასის ხელმძღვანელს ნინო ღულაძეს.

მოწვევის მიზეზი ამ ორ სკოლას შორის არსებული ტრადიციული მეგობრობის და თანამშრომლობის გაგრძელებაა. 
  
როგორც სკოლის წარმოადგენლები აღნიშნავენ, შეხვედრა იყო ძალიან სასიამოვნო, სახალისო, თბილი. ორი მეზობელი სკოლის მოსწავლეები უფრო ახლოს გაეცნენ ერთმანეთს და დამეგობრდნენ კიდეც. 
 
მასპინძელმა სკოლამ გააკეთა პრეზენტაცია: ,,ჩემი სოფლის ისტორია“ და ორიგინალურად წარუდგინეს თავი მეგობრებს.    
           
მოწვეული სტუმრები აღნიშნავენ, რომ ძალიან მოეწონათ  გარემო, თანატოლები, მასწავლებლები, ულამაზესი და უგემრიელესი ტორტი, და ზოგადად დაგეგმილი საღამოს იდეა. სახალისო და სასიამოვნო აქტივობებმა გაამხიარულა და მიზანთან შესაბამისობაში მოიყვანა საღამო.
               
მათგან მიიღეს მორიგი შეთავაზება: ,,ახლა ჩვენი სვლაა. ერთმანეთს შევხვდებით ხცისის სკოლაში!“ 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203