შვილებისთვის კარგი და სასიამოვნო მულტფილმების არჩევა ხშირად საკამათო საკითხია. იქიდან გამომდინარე, რომ ანიმაციური ფილმები დიდ გავლენას ახდენს პატარებზე, სპეციალისტები ყველაზე პოპულარულ და მოთხოვნად მულტფილმებს აკვირდებიან და რეკომენდაციებსაც გვაძლევენ. ამჯერად ჩვენ წარმოგიდგენთ იმ ოთხ მულტფილმს, რომლის ყურებასაც პატარებს ფსიქოლოგები ურჩევენ.
ეს ანიმაციური ფილმები თქვენს შვილებს მეგობრობას, სიკეთესა და თანაგრძნობას შეასწავლის.
1. „ფუტკარი მაია“
ესაა საგანმანათლებლო მულტფილმი, რომელიც გერმანელი მწერლის, ვალდემარ ბონზელსის ზღაპრების მიხედვით შეიქმნა. მაიაა გმირი, რომელიც დარწმუნებულია საკუთარ თავში, ადვილად პოულობს მეგობრებს, მიდის კომპრომისზე და ძალიან უყვარს ბუნება. სწორედ ამ მულტფილმით ეცნობა პატარა მწერების სამყაროს და იგებს, რამდენად მნიშვნელოვანია თითოელი მათგანი. ამ მულტფილმის ყურება 2 წლის ზევით პატარებისთვისაა რეკომენდებული.
2. „მოგზაური დაშა“ და „წინ დიეგო, წინ“ესაა მულტფილმები, რომლებიც ბავშვებში ლოგიკური აზროვნების უნარს აყალიბებს, ასევე ხელს უწყობს ფანტაზიის განვითარებას. „მოგზაური დაშა“ და მისი გაგრძელება „წინ დიეგო, წინ“ საუკეთესო საშუალებაა ბავშვებისთვის ისწავლონ ინგლისური ენა.
3. „ლეკვის საპატრულო“
სათავგადასავლო მულტფილმი პატრულ ლეკვზე მოგვითხრობს, რომელიც მზადაა ყველას დაეხმაროს. მულტფილმი განსაკუთრებით იმ ბავშვებისთვისაა, რომლებსაც უყვართ მანქანები და ცხოველები. ულამაზესი სანახაობა და მთავარი გმირი არ მოგაწყენთ, თან იმასაც გასწავლით, თუ როგორი საუკეთესო მეგობრები არიან ცხოველები.
4. „ცხვარი შონი“
და მეოთხე, ყველასთვის საყვარელი „ცხვარი შონი“. ანიმაციური სერიალის სიუჟეტის მიხედვით, ცხვარი შონი მიდის ქალაქში ფერმერის გადასარჩენად, სადაც მას უამრავი სახალისო თავგადასავალი ელის. ამ მულტფილმის პლიუსი ისაა, რომ ცხოველები არ ლაპარაკობენ, მაგრამ ხმებს გამოსცემენ, რითაც პატარები მათ გახმოვანებას სწავლობენ.