ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქალაქის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში პრეზენტაციები გამართეს
22-08-2018
ნოდარ დუმბაძის სახელობის ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის VIIა კლასის მოსწავლეებმა ოზურგეთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში შემეცნებითი პროექტის „კარცერ-ლუქსის“ ფარგლებში საღამო გამართეს. სკოლის აღსაზრდელებმა რეი ბრედბერის ,,ბაბუაწვერას ღვინოს“, ჰარპერ ლის „ნუ მოკლავ ჯაფარას“, დანიელ დეფოს „რობიზონ კრუზოს“, ჯონათან სვიფტის „გულივერის მოგზაურობის“, ალექსანდრე ბელიაევის „ადამიანი ამფიბიას“ შესახებ პრეზენტაციები გამართეს.
აქტივობას პედაგოგი მაია ღლონტი ხელმღვანელობდა. იხილეთ ფოტოები