ქალაქ თბილისის N61 საჯარო სკოლა ახალი სასწავლო წლის შესახვედრად ემზადება.
მესამე წელია სკოლა ტექნიკური უნივერსიტეტის მე-7 კორპუსშია განთავსებული, რადგან ძველი სკოლის ადგილზე თანამედროვე უმაღლესი დონის სკოლა შენდება.
პედაგოგიური კოლექტივი 1 სექტემბრიდან შეუდგა საქმიანობას. ადმინისტრაცია კი მთელი ზაფხულის განმავლობაში მუშაობდა.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში 4 პირველი კლასი იხსნება, პედაგოგიურ კოლექტივს შეემატა 4 ახალი მასწავლებელი.
2015-16 სასწავლო წელს ჩვენი სკოლა დაამთავრა 105 მოსწავლემ, სტუდენტი გახდა 97%. 4 პედაგოგმა კი წარმატებით ჩააბარა საგნობრივი გამოცდები მათემატიკაში, ხელოვნებასა და მუსიკაში.
თბილისის 61-ე საჯარო სკოლა სრულიად საქართველოს ულოცავს ახალი სასწავლო წლის დაწყებას და ყველა სკოლას მშვიდობიან, წარმატებულ და ხალისიან სასწავლო წელს უსურვებს.