საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ინიციატივით გამოცხადდა მოხსენებების კონკურსი სასკოლო - პრაქტიკული კონფერენციისათვის - „რწმენა ჩვენს ცხოვრებაში“.
კონკურსში მონაწილეობდა აფხაზეთის N5 სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლე ლიზი ბრეგაძე.
ლიზი ფინალში გავიდა და შესაბამისი სიგელიც დაიმსახურა.
პროექტს ხელმძღვანელობდა მასწავლებელი ქეთევან თუთისანი.