ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში საჯარო ლექციები გაიმართა
27-08-2018

ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საჯარო ლექციები გაიმართა. 

სკოლას ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის თაოსნობით, მწერალი და თეოლოგი აკაკი მინდიაშვილი და  ლტოლვილთა და განსახლების ყოფილი მინისტრი, ისტორიკოსი ვალერი ვაშაკიძე ეწვივნენ. მათ ლექცია წაიკითხეს თემაზე - „მამული, ენა, სარწმუნოება“. 

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ახალგაზრდებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს:

„შეხვედრამ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა, სტუმრებმა პასუხი გასცეს დასმულ შეკითხვებს, მოისმინეს ახალგაზრდების მოსაზრება საქართველოს დღევანდელ მდგომარეობასა და ქვეყნის მომავლის მათეულ ხედვაზე. ლექციამ მსმენელებზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა,“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203