ჩოხატაურის ჩაისუბნის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა მრავალფეროვანი და დატვირთული სასწავლო წელი გაიარეს
27-08-2018
ჩოხატაურის ჩაისუბნის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეებმა მრავალი აქტივობა ჩაატარეს.
კერძოდ, მომზადდა საკონფერენციო თემები: „მიწისძვრა“, „ვულკანი“ და „ცუნამი“.
ასევე, მე-6 კლასის მოსწავლეები საბიბლიოთეკო მუშაობის უნარ-ჩვევებს დაეუფლნენ, ამავდროულად, საბიბლიოთეკო მუშაობის პროცესში ი.ს.გ. (ინდივიდუალური სასწავლო გეგმის) მოსწავლე ჩაერთო.
მოსწავლეებმა საგაკვეთილო პროცესში ტრენინგზე მიღებული ინფორმაციის რეალიზებაც განახორციელეს, პარალელურად კი სკოლის მე-10 კლასში ღია გაკვეთილი ჩატარდა.
და ბოლოს, სკოლაში მასწავლებლისა და მოსწავლის აქტივობა სასწავლო პროცესის ერთ-ერთი მთავარი დეტალია.