ვარხანის სკოლაში ჩატარებულ ''ეტალონში'' მოსწავლეთა უმრავლესობამ წარმატებით გაიარა პირველი ორი ტური
ვარხანის სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელობით ინტელექტუალური ღონისძიება "ეტალონი 2016" ჩატარდა.
კონკურსში მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარება.
ღონისძიების თემატიკა იყო მრავალფეროვანი და საჭიროებდა სწრაფ აზროვნებას.
მოსწავლეთა უმრავლესობამ წარმატებით გაიარა პირველი ორი ტური. მესამე ტურში გამოვლინდა 3 საუკეთესო ''ეტალონელი''.
პირველი ადგილის მფლობელი გახდა მე-7 კლასი მოსწავლე ლედი სახამბერიძე, ხოლო მეორე და მესამე ადგილები გაინაწილეს მე-8 კლასი მოსწავლეებმა ნინო გორგოძემ და ლიზი მსხვილიძემ.